ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა ქართული თეატრის 2022 -2023 წლის საქმიანობის სტატისტიკური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს 41 სახელმწიფოს, მუნიციპალური და კერძო თეატრების ბოლო ორი წლის მონაცემებს.
ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს თეატრების რეიტინგები, წლის განმავლობაში დადგმული პრემიერების, წარმოდგენილი სპექტაკლების, გაყიდული ბილეთების, დამსწრე მაყურებლის, რეპერტუარში არსებული მოქმედი სპექტაკლების, დარბაზის დატვირთულობის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო გასტროლების მიხედვით.
კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ ზუგდიდის თეატრში, წლის განმავლობაში, გაზრდილია წარმოდგენების, ასევე გაყიდული ბილეთების და დამსწრე მაყურებლის რაოდენობა. ასევე მომატებულია ახალი სპექტაკლების სტატისტიკაც.
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელმწიფო დრამატული თეატრის 2023 წლის მონაცემები ასეთია:
სპექტაკლის პრემიერა – 5
რეპერტუარში არსებული სპექტაკლების რაოდენობა – 17
წარმოდგენების რაოდენობა – 79
გაყიდული ბილეთების რაოდენობა – 6 485
დამსწრე მაყურებლების რაოდენობა – 7530
წლის ლიდერი სპექტაკლი “კატოს ნატვრა” – 15 წარმოდგენა, გაყიდული 2093 ბილეთი.
ქვეყნის შიგნით გასტროლების რაოდენობა – 6 გასტროლების ფარგლებში, ჩატარებული წარმოდგენის რაოდენობა – 12
ქვეყნის გარეთ გასტროლები 1 და ჩატარებული 1 წარმოდგენა.
ზუგდიდის თეატრი ოფიციალურ
ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ რეიტინგების მკვეთრი ზრდა, დაუღალავი შრომის, მონდომების და მაყურებლის ერთგულების შედეგია.
,,2023 წლის ქართული თეატრის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა! ზუგდიდის თეატრის რეიტინგების მკვეთრი ზრდა, ჩვენი დაუღალავი შრომის, მონდომების და თქვენი-მაყურებლის ერთგულების შედეგია! მადლობა ჩვენს ძვირფას მაყურებელს! დროებითი თავშესაფრის და მწირი შესაძლებლობების ფონზე საკმაოდ დამაჯერებელი შედეგებია ჩვენ ვშრომობთ თქვენთვის და ზუგდიდში კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის. ძალიან მალე თანამედროვე სტანდარტების ახალი თეატრის შენობის გახსნასაც ვიზეიმებთ'', - აღნიშნულია მათ გვერდზე.
"ქართული თეატრი 2022-2023 წლებში" - ამ სახელწოდებით კვლევა ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოამზადა.
მასალის გამოყენების პირობები