ახალი ამბები
დეკემბერში საარსებო მინიმუმი შემცირდა - საქსტატი
2023 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცებისთვის 249.7 ლარი შეადგინა.
ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

„2021 წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ ახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საქსტატის ცნობით, საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი“,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print