ახალი ამბები
სააკაშვილის ინიცირებით ექიმების ჯგუფი სამედიცინო კონსულტაციებს რუხში ატარებს
სოფო ჯაფარიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევს ადგილობრივებს, დღეს, ექიმების დიდ ჯგუფთან ერთად ენგურის ხიდის მიმდებარე სოფელ რუხში იმყოფება.


მანამდე, ჯაფარიძე ჯაფარიძის ენგურის ხიდზე ოკუპირებული აფხაზეთიდან მოსულ მოქალაქეებს შეხვდა. მისივე თქმით, ენგურს გაღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები სრულად არიან მოკლებული ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ყურადღებას და სწორედ ამიტომ მსგავსი კამპანიები ძალიან მნიშნელოვანია. ჯაფარიძე დასძენს, რომ ამ კამპანიას მუდმივი ხასიათი ექნება. სამედიცინო კონსულტაციები სოფელ რუხში მთელი დღე გაგრძელდება.




Print