ენგურზე ე.წ. საზღვრის "უკანონო" კვეთისთვის 2023 წელს 700 პირი დააკავეს - სოხუმი									
			
		
						
			
			
			
								აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023  წელს  "საზღვრის დარღვევის"  700 - ზე მეტი შემთხვევა გამოავლინა.  
ე.წ.  სუს - ის ინფორმაციით, "საზღვრის" უკანონო კვეთისთვის "სისხლის სამართლის პასუხისგებაში" მიეცა 15 პირი, ხოლო დანარჩენები დაჯარიმდნენ.
ამავე ცნობით, ამავე პერიოდში, მათ სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე სხვადასხვა მიზნით საქონლის "უკანონო" გადატანის 30 მცდელობა აღკვეთეს, ამოღებულია 900 ბლოკზე მეტი თამბაქოს პროდუქცია და 6 ერთეული მოწყობილობა მაინინგისთვის. 
"უკანონო ქმედებების ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართულ პირებთან მიმართებაში კანონმდებლობის შესაბამისად გატარებულია სამართლებრივი ზომები", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები