ახალი ამბები
მარტვილში დიალეზის სერვისი ამოქმედდა
მარტვილში დიალეზის სახელმწიფო სერვისის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მარტვილში სამედიცინო დაწესებულება ჰემოდიალეზის გასაწევად შესაბამისი აპარატურითაა აღჭურვილი. ადგილზე პაციენტებს სათანადოდ გადამზადებული სპეციალისტები ყოველღრიურად მოემსახურებიან. სერვისის ამოქმედების შემდეგ, ბენეფიციარები მომსახურებას მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლთან ახლოს მიიღებენ.

„ბენეფიციარებს პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული“,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, უახლოეს მომავალში დიალეზის სერვისის მიღება სენაკსა და წალენჯიხაშიც იქნება შესაძლებელი.
Print