ახალი ამბები
ჩხოროწყუს მერია უფასო სასადილოსთვის 45 000 ლარს დახარჯავს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ მზრუნველობა მოკლებული მოქალაქეების უფასო კვებით უზრუნველსაყოფად 45 000 ლარი გამოყო. გამოცხადებული ტენდერი ითვალისწინებს 35 ბენეფიციარის ყოველდღიური, ერთჯერადი კვების ორგანიზებას.

სატენდერო პირობების მიხედვით, კვირის დღეების შესაბამისი კვების მენიუ შემდეგი სახისაა:

ორშაბათი: ბორში (საქონლის ხორცით), მაკარონის პური, ფაფა, ლიმონათი.
სამშაბათი: თევზი, ვერმიშელის ფაფა, კვერცხი მოხარშული, ლიმონათი, პური.
ოთხშაბათი: ქათმის ჩახოხბილი, პური, მაკარონის ფაფა, ლიმონათი.
ხუთშაბათი: ბორში (საქონლის ხორცით), ფლავი, ლიმონათი, პური.
პარასკევი: ლობიოს წვნიანი, მაკარონის ფაფა, პური, კარტოფილი შემწვარი, ლიმონათი.
შაბათი: მაკარონი ფარშით, ბრინჯის ფაფა, ლიმონათი, კარტოფილის პიურე, პური.
კვირა: მაკარონის სუფი, კისელი, კვერცხი მოხარშული, პური, ლიმონათი.

ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დასრულებულია და მასში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა, ინდივიდუალურმა მეწარმემ, თეა დარსალიამ მიიღო.

გამარჯვებული ვალდებული იქნება აღნიშნული მომსახურება 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეასრულოს.

Print