ახალი ამბები
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 თებერვლამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.



სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, ანაკლიასა და ფოთში უნალექო ამინდის ფონზე ჰაერის ტემპერატურა  +10, +12 გრადუსი იქნება.

მესტიაში კი მოსალოდნელია -1, +1 გრადუსი.

 

Print