ახალი ამბები
გაგრის რაიონში საბაგიროდან გადმოვარდნის შედეგად რუსეთის მოქალაქე დაიღუპა
გაგრის რაიონში, გეგის ჩანჩქერისაკენ მიმავალ გზაზე საბაგიროდან გადმოვარდნის შედეგად ორენბურგის ოლქის მკვიდრი დაიღუპა.

ინფორმაციას „აფსნიპრესი“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ტრაგედია 3 თებერვალს, შუადღისას მოხდა.

„28 წლის მამაკაცი საბაგირო გზით სარგებლობდა. რაღაც მომენტში ტროსი გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან ჩავარდა“.

გარდაცვლილის ცხედარი დე ფაქტო სამართალდამცველებს გადასცეს.
Print