Error
რეგიონი
აფხაზეთში გატაცებული ცირა ცაცუა 9 ათასი დოლარის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გალის რაიონის სოფელ ქვემობარღებში მცხოვრები ცირა ცაცუა 9 ათასი დოლარის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოთარ გოგოხიას განცხადებით, ცაცუა უკვე სახლში იმყოფება. მისი თქმით, მას მცირე სტრესი აქვს მიღებული, თუმცა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 2 დღის წინ ცირა ცაცუა 6–მა ნიღბიანმა საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთიდან იმ დროს გაიტაცა, როდესაც ის თხილს აგროვებდა.
Print