ახალი ამბები
ზვავის გამო მესტიის გზებზე შეზღუდვებია
ჯვარი-მესტიის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"გზები არის ჩაკეტილი. ზვავი ჩამოწვა და უხვი ნალექი მოვიდა, დაახლოებით ერთ მეტრამდე თოვლის სახით.  მიმდინბარეობს გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ყველა სოფელსა და გზაზე",- თქვა მესტიის მერმა კახა ჟორჟოლიანმა . 

მისივე თქმით, პრობლემურ ადგილებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.

როდის აღდგება გზებზე მოძრაობა ჯერჯერობით უცნობია.



Print