ახალი ამბები
ფოთიდან აფრენილი საჰაერო ბურთი ჩამოვარდა, მგზავრები დაიღუპნენ
ფოთის ცენტრალური სტადიონიდან დღეს დილით აფრენილი საჰაერო ბურთი, სადაც სამი ადამიანი იმყოფებოდა, სოფელ ასურეთთან ჩამოვარდა.

რადიო "ათინათის" ინფორმაციით, საჰაერო ბურთის სამივე მათგანი დაღუპულია. მათგან ორი ქართველი, ერთი კი პოლონელი მამაკაცია. სავარაუდოდ, ისინი მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად ემზადებოდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.



ფოტო: ცოტნე ხარებავა
Print