მარტვილში ანძის დაცემის შედეგად 9 აპრილის გმირის აზა ადამიას საფლავი დაზიანდა
მარტვილში ერთ-ერთი კავშირგაბმულობის ანძა წაიქცა და დაეცა 9 აპრილის გმირის აზა ადამიას საფლავს, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა სახურავი. ამის შესახებ რადიო "ათინათს" აზა ადამიას ოჯახის წევრმა უთხრა.
"გუშინდელი ცუდი ამინდის გამო, ჩამოვარდნილია ანძა და დაეცა საფლავს. კომპანიიდან დაგვპირდნენ საფლავის შეკეთებას, მაგრამ არ ვიცით, როდის. ჩვენ ვითხოვთ გაირკვეს, თუ ვის სახელზეა ეს ანძა. გვსურს მისი დემონტაჟი, რადგან ეს აზიანებს საფლავს", - თქვა რესპონდენტმა.
34 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თავისუფლებისთვის მებრძოლ სხვა ქართველებს შორის საბჭოთა არმიის მსხვერპლი, მარტვილელი, 22 წლის აზა ადამია გახდა.
მასალის გამოყენების პირობები