იანვარში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობასთნ ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
შესაბამისი ინფორმაცია უწყებამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოსა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი“,- მითითებულია ინფორმაციაში.
ამასთან, დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები