ახალი ამბები
ფოთში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს
ფოთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ასაკოვანი ქალისა და მამაკაცის ცხედრები იპოვეს. ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა.

შემთხვევა ქუჩიშვილის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 240-ე  პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

Print