ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრი გახდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნას ხმა 80-მა დეპუტატმა, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე მისცა. წინააღმდეგი იყო პარლამენტის 10 წევრი. 

ჩიქოვანი ერთადერთი ახალი მინისტრია კაბინეტში, რომელსაც დღეიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.


ირაკლი ჩიქოვანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და თითქმის, ოთხი წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოში ზუგდიდს წარმოადგენდა. 2016 წელს ის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური "თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატიც იყო.
Print