რეგიონი
უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს სენაკში დღეს დაკრძალავენ
უკრაინაში დაღუპულ გოჩა ჟვანიას თეკლათში, საგვარეულო სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ამ წუთებში მისი სამოქალაქო პანაშვიდი საკუთარ სახლში მიმდინარეობს.

გოჩა ჟვანიას და მისი თანამებრძოლი ზურა წიკლაური, რომლებიც აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპნენ საქართველოში 7 თებერვალს ჩამოასვენეს.

ორივე ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე იყო.

2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, საომარ მოქმედებებს 50 - ზე მეტი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Print