ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში იარაღის უკანონო ფლობისთვის 3 პირი დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის, მარტვილისა და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

ამავე ცნობით, პოლიციამ ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი სახლების და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო 3 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, სანადირო თოფი, 2 მჭიდი და 5 ვაზნა.

ქვეყნის მასშტაბით, შსს-ს თანამშრომლებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალების ფლობისთვის დააკავეს 20 და ამხილეს 1 პირი.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს


ფოტო: შსს

Print