ახალი ამბები
გორის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდა
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, (აღმოსავლეთის მიმართულებით) სავალი ნაწილის შეკეთების მიზნით,  ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩაიკეტა.

საავტომობილო გზების დეპარტამეენტის ინფორმაციით, ტრანსპორტი ამ მონაკვეთზე გადაადგილებას 15:30-დან შეძლებს.

ამავე ცნობით, დროის ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. მოძრაობას საპატრულო პოლიცია გაააკონტროლებს.

Print