ახალი ამბები
15-17 თებერვალს სამეგრელო-ზემო სვანეთში ნალექიანი ამინდი იქნება
15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში წვიმის ფონზე, დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი იქნება, ანაკლიასა და ფოთში კი ნავარაუდევია 12, +14 გრადუსი.

რაც შეეხება ზემო- სვანეთს, სააგენტოს ცნობით, მესტიაში ზოგან მოთოვს და ჰაერის ტემპერატურა +5, +7 გრადუსს მიაღწევს.
Print