ახალი ამბები
ოჩამჩირეში მაინინგის 14 აპარატი ამოიღეს
ოჩამჩირის რაიონში კრიპტოვალუტის 14 მოწყობილობა ამოიღეს, ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს ავრცელებს. ამავე ცნობით, ყველა სამართალდამრღვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა დაეკისრა, წერს "აფსნიპრესი".

სოხუმმა 2020 წლიდან დააწესა შეზღუდვები მაინინგის მოსაპოვებლად ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებაზე. "მინისტრთა კაბინეტმა" 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით, გაახანგრძლივა შეზღუდვები 2024 წლის 31 დეკემბრამდე.⠀

ინფორმაციისთვის, უკვე წლებია, აფხაზეთში ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებენ. ადგილობრივი ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო", სხვა მიზეზებთან ერთად, კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს.


Print