ახალი ამბები
თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური პირველ მარტს დაიწყება - მთის ტრასების სააგენტო
1-7 მარტს, თეთნულდზე, ფრირაიდის მსოფლიო ტური შედგება და მასში 54 ფრაიდერი მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.


ამავე ცნობით, საქართველო 6 ექსკლუზიურ ქვეყანას შორის არის, რომელთაც ამ ექსტრემალური ასპარეზობის ჩატარების უფლება აქვს.


ფრირაიდის პირველი შეჯიბრება, Freeride Qualifier, 2022 წლის თებერვალში, თეთნულდზე ჩატარდა. 2023 წლის მარტში კი სვანეთმა Georgia Freeride Series-ს მეორედ უმასპინძლა.



ფოტო: მთის ტრასების სააგენტო

Print