რეგიონი
მესტიის გზაზე გადაადგილება თავისუფალია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამასთან, თოვლის და ლიპყინულის გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ70-კმ140 (ხაიში-მესტია) მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო კმ140-კმ185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

დეპარტამენტის ცნობით, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
Print