ახალი ამბები
ზუგდიდში ენმ-ს აქტივის ნაწილი ნიკა მელიას გუნდს უერთდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივის წევრების ნაწილი, მათ შორის, მხარდამჭერები და კოორდინატორები, პარტიის რიგებს ტოვებენ და ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას გუნდს უერთდებიან.

ამის შესახებ მათ ზუგდიდის სკეიტ პარკში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, საარჩევნო ზონის უბნის კოორდინატორებმა და წარმომადგენლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტიაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, შევუერთდეთ ნიკა მელიას გუნდს, დავტოვოთ" ენმ" და გავაგრძელოთ მელიას გუნდთან ერთად ჩვენი სიმართლითა და ღირსებით ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის”,- თქვა განმუხურელმა ირა შედანიამ.

მათივე განმარტებით, ამომრჩევლებთან კონსულტაციაც გაიმართა.

მანამდე, ენმ დატოვა საკრებულოში პარტიის 14-მა წევრმა.

ამვე თემაზე:


რატომ წავიდა "ნაციონალური მოძრაობიდან" 17 ზუგდიდელი წევრი

რატომ წავედი "ნაციონალური მოძრაობიდან" - ინტერვიუ თემურ ბასილაიასთან

ზუგდიდის საკრებულოს წევრების ნაწილი ენმ-დან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მოითხოვს



Print