გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
„მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლების ეზოებში ცირკული ტიპის სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი“,- მითითებულია ინფორმაციაში.
ამასთან, დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები