ახალი ამბები
თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური დაიწყო
თეთნულდზე 1-7 მარტს ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება.

როგოროც მთის ტრასების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მასში მონაწილეობას 52 ფრირაიდერი მიიღებს მთელი მსოფლიოდან.

ამავე ცნობით, საქართველო 6 ექსკლუზიურ ქვეყანას შორის არის, რომელთაც ამ ექსტრემალური ასპარეზობის ჩატარების უფლება აქვს.

ინფორმაციისთვის, ფრირაიდის პირველი შეჯიბრება, Freeride Qualifier, 2022 წლის თებერვალში, თეთნულდზე ჩატარდა. 2023 წლის მარტში კი სვანეთმა Georgia Freeride Series-ს მეორედ უმასპინძლა.
Print