ახალი ამბები
გია ხარჩილავა ენმ-ს რეგიონული საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული საბჭოს თავმჯდომარედ დღეს გამართულ ყრილობაზე აირჩიეს. მისი მოადგილეები კი თემურ ჯანაშია და ლევან კონჯარია იქნებიან.



პროცესს წინ პარტიის ლიდერების სიტყვით გამოსვლა უძღოდა. მათ ხარჩილავას გამარჯვების სიმბოლო უწოდეს, შეკრებილებს კი მიხეილ სააკაშვილის მოკითხვა გადასცეს და, როგორც აღნიშნეს, ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების თქმით, სამეგრელომ 2024 წლის არჩევნებზე გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს.

შეკრებას დაესწრო მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

Print