ახალი ამბები
ჟიული შარტავას იუბილეს სენაკში აღნიშნავენ
საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 80 წლის იუბილე მის მშობლიურ ქალაქ სენაკში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შარტავას ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს.

ასევე, ამ დღესთან დაკავშირებით სენაკში გაიხსნა ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა, სენაკის თეატრში კი ჟიული შარტავას ცხოვრების ამსახველი სპექტაკლს "დაბადების დღეს" ითამაშებენ, რომელიც რუსთავის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა დადგა.

7 მარტი საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალ-მაიორი შარტავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც სეპარატისტებმა თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

2004 წელს, მას პირველს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. სიკვდილის შემდეგ, ის დააჯილდოვეს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენითაც.


ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე




Print