ახალი ამბები
ზუგდიდის 24 სკოლაში დირექტორობის 78 მსურველია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლაში დირექტორობის 78 კანდიდატი დარეგისტრირდა. ამის შესახებ საქართველოსა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ.

ამავე ინფორმაციით, ზუგდიდში ყველაზე მეტი, 7 კანდიდატი სოფელ ინგირის №1 საჯარო სკოლაში დარეგისტრირდა.

დოკუმენტის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ცალკეულ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ კანდიდატთა რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება:

აბაშა - 17 სკოლაში 52 კანდიდატი.

ხობი - 20 სკოლაში 96 რეგისტრირებული.

წალენჯიხა - 19 სკოლაში 44 კანდიდატი.

მარტვილი - 32 სკოლაში 87 მსურველი.

ჩხოროწყუ - 16 სკოლაში 59 რეგისტრირებული.

სენაკი - 15 სკოლაში 35 კანდიდატი.

მესტია - 22 სკოლაში 10 მსურველი.

4 მარტს დასრულდა დირექტორობის კანდიდატების ელექტრონული რეგისტრაცია. შესარჩევ კონკურსში მონაწილეებისთვის ტესტირება კი ელექტრონული ფორმით, 10 მარტს, 12:00 საათზე ჩატარდება.

გასულ, 2023 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 51-დან 29 სკოლაში სამეურვეო საბჭოებს დირექტორები უნდა აერჩიათ, თუმცა ისინი 27 საგანმანათლებლო დაწესებულებაში აირჩიეს. ყველგან თითო კანდიდატი იყო წარდგენილი.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის 24 სკოლაში დირექტორებს ახალი წესით აირჩევენ


Print