ახალი ამბები
,,ქართული ოცნების'' ლიდერებს ზუგდიდში ხმაურით დახვდნენ (ფოტო)
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, სადაც ,,ქართული ოცნების'' პარტიული შეხვედრა უნდა დაიწყოს, ხმაური იყო.

მმართველი პარტიის ლიდერებს, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილს, მამუკა მდინარაძეს, ასევე, სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერბატორს გიორგი გუგუჩიას აქციის მონაწილეები დახვდნენ, რომლებიც საბანკო პოლიტიკას აპროტესტებენ.

ისინი აქ ტრანსპარანტებით არიან მოსულები.

მათ ადგილზე მამუკა მდინარაძე გაესაუბრა და დაჰპირდა სიტუაციაში გარკვევას.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
Print