რეგიონი
დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სასჯელი გამკაცრდება - პრემიერი
პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით სასჯელის გამკაცრება იგეგმება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ისაუბრა. კობახიძე ამბობს, რომ პროცესში შსს -ც უნდა ჩაერთოს.

"მინდა, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრის საკითხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს. ასევე, ძალოვანმა უწყებებმა - მათ შორის, შსს-მ. ზოგადად, ხე-ტყის უკანონო ჭრა ძალიან მძიმე დანაშაულია. განსაკუთრებით, როცა დიდ ოდენობაზეა საუბარი - იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსახლეობისა და მომავალი თაობისთვის სტრატეგიული რესურსი ნადგურდება. შესაბამისად, აქაც მაქსიმალური ყურადღება და სიმკაცრე გვჭირდება. მე ვფიქრობ, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები უნდა შევიმუშაოთ, რომლის საფუძველზე დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სასჯელი გამკაცრდება. ამ კანონპროექტზე მუშაობას დაუყოვნებლივ დავიწყებთ". - განაცხადა კობახიძემ.

Print