ახალი ამბები
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ
15 მარტამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20, +22 გრადუსს მიაღწევს, ანაკლიასა და ფოთში სააგენტოს განმარტებით, +19, +21გრადუსია ნავარაუდევი, მესტიაში კი +10, +15 გრადუსი.

Print