ახალი ამბები
მთავრობამ საპატრიარქოს დაფინანსება გაუზარდა
საქართველოს პრემიერ - მინისტრის განცხადებით, საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსება 5 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 60 მილიონ ლარს გულისხმობს.

შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ 15 მარტს გამოსცა.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ შარშან 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაიდო დამატებით 30 მილიონიანი ასიგნება, რომელიც ხმარდება საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს და სწორედ ეს დაფინანსება გაიზარდა დამატებით 5 მილიონით.

„საუბარია რამდენიმე ათეული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაზე, რამდენიმე ათეულ სკოლაზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, სასკოლო დაწესებულებებზე, ანუ მთლიანობაში 5 მლნ-ით მათი დაფინანსების გაზრდაზე", - თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, დაფინანსებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან კავშირი არ აქვს.
Print