ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის მიმართულებით ქვესადგურის ნაწილი გადაიტანეს - ლევან მებონია
ენგურჰესის გენერალური დირექტორი ლევან მებონია “ეხოკავკაზასთან” საუბარში აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის მიმართულებით ტრანსფორმატორის ქვესადგურის ნაწილი გადაიტანეს.

მებონიას განმარტებით, ტრანსფორმატორი აფხაზეთში სამეგრელოს გავლით წაიღეს და ერთ-ერთ ქვესადგურზე დაამონტაჟეს 2017 წელს, ახლა კი კონსტრუქცია დაშალეს, ზუგდიდში წამოიღეს და წყალტუბოში უნდა განათავსონ.

9 მარტს, აფხაზურმა ტელეგრამ-არხმა RESPUBLICA-მ ენგურის ხიდზე სატვირთო მანქანების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ლევან მებონიამ კადრების გამოქვეყნების გამო გამოწვეულ ინტერესს, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი უწოდა.

20 მარტს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საკონტაქტო პირებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ გასულ კვირას გალის რეგიონში, ენგურს გაღმა საქართველოს მიმართულებით და უკან, რუსულ ნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა.

DRI-ს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები დეზინფორმაცია და სახელმწიფო ინტერესებზე თავდასხმაა.
Print