ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული თენგიზ ჭანიას ცხედარი ცხელი წერტილიდან გამოიყვანეს
უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარი ფრონტის ხაზიდან გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" მისმა მეგობარმა და თანამებრძოლმა ზაალ ლატარიამ დაუდასტურა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცხედრის პროზექტურაში, მოგვიანებით კი, კიევში გადასვენება იგეგმება.

აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე თენგიზ ჭანია, უკრაინის ომის დაწყებიდან "აზოვის" მესამე მოიერიშე ბრიგადის რიგებში იბრძოდა. ის 22 მარტს რუსეთის სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა.

ამავე თემაზე: 

უკრაინაში დაღუპული თენგიზ ჭანიას ცხედარი ცხელი წერტილიდან ამ დრომდე ვერ გამოჰყავთ
Print