რეგიონი
24 მარტი აფხაზეთში გლოვის დღეა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ, რუსეთის ფედერაციისადმი სოლიდარობის ნიშნად,  „კროკუს სიტი ჰოლზე“ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, 2024 წლის 24 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ინფორმაციას ,,აფსნიპრესი'' ავრცელებს. ამავე ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში დროშები დაშვებულია ადმინისტრაციის და სხვა დაწესებულებების შენობებზე.

,,ადგილობრივები რუსეთის საელჩოსთან მიდიან ყვავილებით და სანთლებს ანთებენ, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში „სამძიმრის წიგნი“ გაიხსნა’’, - აღნიშნულია აფხაზური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

22 მარტს, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა. დაშავებულად ითვლება 154 ადამიანი, ასზე მეტი საავადმყოფოებში იმყოფება.

Print