ახალი ამბები
გუდაუთის რაიონში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
დღეს, 25 მარტს, დილის საათებში გუდაუთის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი შეეწირა, დაშავდა ერთი პირი. ამის შესახებ "აფხაზური" მედია ე.წ. საგზაო პოლიციის უფროსის მოადგილეზე დაყრდნობით წერს.

ამავე ინფორმაცით, ფსოუ-ენგურის გზატკეცილის 59-ე კილომეტრზე, "ტოიოტას" მარკის ავტომობილი გზატკეცილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. 

შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი მოტეხილობით გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ფოტო: აფსნიპრეს


Print