ახალი ამბები
ექსტრემიზმში ბრალდებული ტაჯიკეთის მოქალაქე რუსებს გადავეცით - სოხუმი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მათ ცოტა ხნის წინ რუს კოლეგებს ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი ტაჯიკეთის მოქალაქე გადასცეს.

"აფხაზეთში იდენტიფიცირებულია ექსტრემისტული ორგანიზაციის ორგანიზატორი ტაჯიკეთის რესპუბლიკიდან, რომელიც რუსეთის ფედერაციაში კოლეგებს გადავეცით. მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით", - თქვა რობერ კიუტმა.

მისივე განცხადებით, ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაწყების შემდეგ აფხაზეთში თითქმის მუდმივად მოქმედებს გაძლიერებული რეჟიმი და რეიდები.








Print