ახალი ამბები
მესტიაში საქართველო-საბერძნეთის მატჩის ტრანსლაცია გაიმართება
დღეს, 26 მარტს, 21:00 საათზე მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია დიდ ეკრანზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

გარდა ამისა, საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო შეხვედრას დიდ ეკრანებზე აჩვენებენ ზუგდიდში, მარტვილში, ფოთში და წალენჯიხაში.

გამარჯვების შემთხვევაში ისტორიაში პირველად ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

დღევანდელ მატჩში გამარჯვებული გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

21 მარტს, თბილისში, დინამო არენაზე საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.


ფოტო: ევროვნული ნაკრები 

ამავე თემაზე: 

სად შეგიძლიათ უყუროთ საქართველო-საბერძნეთის მატჩს დიდ ეკრანებზე ზუგდიდში, მარტვილსა და ფოთში

საქართველო - საბერძნეთის ისტორიული ფინალი 21 საათზე დაიწყება

ფინალის დიდ ეკრანზე ყურება ჯვარშიც შეეძლებათ
Print