ახალი ამბები
1-ელი აპრილიდან მარტვილის კანიონში შესვლა 22:00 სთ-მდე იქნება შესაძლებელი
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი აპრილიდან მარტვილის კანიონში სამუშაო საათები გახანგრძლივდება და 20:00-ის ნაცვლად, შესვლა 22:00-მდე იქნება შესაძლებელი.

ამავე ცნობით, შეცვლილი გრაფიკი ოკაცეს ჩანჩქერსაც შეეხება.

ინფორმაციისთვის, პირველი მარტიდან, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები შეიცვალა. ღირებულება გაიზარდა მარტვილის კანიონის შემთხვევაშიც.

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირებისთვის კანიონში შესვლის ფასი 12 ლარით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი, 20 ლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება ნავით გასეირნებას, მისი ღირებულება 20 ლარია.

სააგენტოში განმარტეს, რომ 6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე უსასყიდლოდ დაიშვებიან, 6-18 წლამდე პირებისთვის კი, საფასური 5.5 ლარია.


ამავე თემაზე: 

მარტვილის კანიონში შესვლა გაძვირდა
Print