ახალი ამბები
ბჟანიამ სამხედრო სამსახურში 2024 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას 2024 წლის აპრილ-ივნისში "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევისა და გაწვევის ქვეშ მყოფი მოქალაქეების სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ".

"განკარგულების" თანახმად, 2024 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით სამხედრო სამსახურში გაიწვევენ 18 - დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, "რომლებიც არ არიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, ხოლო სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა გაწვევის ვადა ამოიწურა, გათავისუფლდებიან სამხედრო სამსახურიდან".

ამავე ცნობით, "მინისტრთა კაბინეტს, რაიონის გამგეობებს და ქალაქ სოხუმის ადმინისტრაციას დაევალა სამხედრო სამსახურში გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
განკარგულებას ხელი 2024 წლის 29 მარტს მოეწერა.

Print