ახალი ამბები
ზვიად გამსახურდია დღეს 85 წლის გახდებოდა
საქართველოს პირველი პრეზიდენტი და ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია  დღეს 85 წლის გახდებოდა. ის 1939 წლის 31 მარტს დაიბადა გამოჩენილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში.დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით.

პროფესიით პოლიტიკოსი, მწერალი,მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი გახდა.საქართველოს პირველი პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული გმირია და სწორედ მის სახელს უკავშირდება ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა.

პრეზიდენტი გამსახურდია დევნილობაში, ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში, ღურწკაიების საცხოვრებელ სახლში თავის არეში მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობით 1993 წლის 31 დეკემბერს, 54 წლის ასაკში დაიღუპა.მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია. მოკლეს თუ თავი მოიკლა - მისი დაღუპვის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე არ არის დადასტურებული.

Print