ახალი ამბები
ტრანზიტული ნომრების გაცემის წესი და დიზაინი შეიცვალა
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან ტრანზიტული ნომრები განსხვავებული წესით გაიცემა.

კერძოდ, ცვლილებების შედეგად, შიდა ტრანზიტის და ტრანზიტული ნომრის ნიმუშები ერთი და იმავე ფორმით განისაზღვრა, ასევე ნომერი გაიცემა პერსონალურად, კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მისი გამოყენება სხვა პირს არ შეეძლება.

ცვლილება ეხება ტრანზიტული სანომრე ნიშნების დიზაინსაც.

მომსახურების სააგენტოს ცნობით, 1-ელ აპრილამდე გაცემულ შიდა ტრანზიტის და ტრანზიტულ ნომრებს იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ კანონმდებლობით განსაზღვრული მოქმედების ვადით.

Print