ახალი ამბები
2023 წელს მარტვილის კანიონი ვიზიტორთა რაოდენობით მეორე ადგილზეა
2023 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 19%-ით გადააჭარბა. საქართველოს დაცულმა ტერიტორიებმა 1 078 112 ვიზიტორს უმასპინძლა. ვიზიტორთა შორის 42% ქართველია, ხოლო 58% უცხოელი. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონსა და სათაფლიას. გასულ წელს მარტვილის კანიონი 228 998-მა სტუმარმა დაათვალიერა. 
Print