ახალი ამბები
დღეიდან ენგურჰესი დროებით გაჩერდება

"სადერივაციო გვირაბის დათვალიერებისა და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ენგურჰესი 2 აპრილიდან რამდენიმე დღით გაჩერდება", - ამის შესახებ ინფორმაცია ენგურჰესის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.


მათივე განმარტებით, სადერივაციო გვირაბის დაცლა და მისი დეტალური შესწავლა, სავარაუდოდ, 10 აპრილამდე გაგრძელდება.

როგორც ენგურჰესში ამბობენ, აღნიშნული პროცესი, ელექტრომომარაგების კუთხით, მოსახლეობას დისკომფორტს არ შეუქმნის.

 

 

Print