ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოში “ოცნება” ოპოზიციონერი თავმჯდომარის იმპიჩმენტს გეგმავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” წარმომადგენლებმა დაარეგისტრირეს ოპოზიციონერი საკრებულოს თავმჯდომარისა და კომისიების, ასევე, ოპოზიციონერი წევრების გადაყენების შესახებ წინადადება. გახარიას პარტიიდან საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა ამბობს, რომ ფაქტი ღიმილისმომგვრელია, თუმცა არაფერს გამორიცხავს.

ფრაქციის თავმჯდომარე მაია კალანდია ყოფილ თანაგუნდელებს მმართველ ძალასთან შეთანხმებაში ადანაშაულებს, ოპოზიციური საკრებულოს დასაშლელად.

"ზუგდიდის საკრებულო ერთ-ერთია საქართველოს იმ სამი საკრებულოდან, სადაც თანამდებობებს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იკავებენ. ეს არის "ენმ", "გახარია საქართველოსთვის" და ფრაქცია "ახალი". "ენმ" და "ქართული ოცნება" ემზადებიან იმისთვის, რომ ზუგდიდში აღარ იყოს ოპოზიციური საკრებულო. დღეს "ოცნებამ" შემოიტანა განცხადება თანამდებობიდან ჩვენი კოლეგების გადაყენების შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ "ენმ"- სა და მათ შორის შემდგარია მოლაპარაკება. ისე მათ არ ჰყოფნით ხმები", - აღნიშნა კალანდიამ.

იმპიჩმენტისთვის  23 ხმაა საჭირო, “ქართული ოცნება” წარმომადგენლობით ორგანოში 20 დეპუტატითაა წარმოდგენილი. შესაბამისად, საკითხის გადასაწყვეტად სამი ოპოზიციონერის ხმაა საჭირო.

დღეს ზუგდიდის საკრებულოში სხდომა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. ამავე მიზეზით ვერ ჩატარდა ის 5 აპრილს, სადაც დაგეგმილი იყო ოპოზიციური ფრაქცია "ახალის" ცნობად მიღება.


ამავე თემაზე:

დღეს საკრებულოში ფრაქცია "ახალი" შეიქმნება

საკრებულოში ფრაქცია "ახალის" ცნობად მიღება გადაიდო


Print