რეგიონი
სამეგრელოში აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით ფერომონიანი დამჭერების განთავსება დაიწყო
სურსთის ეროვნული საგენტოს ცნობით,  აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა დასავლეთ საქართველოში ფერომონიანი დამჭერების განთავსება დაიწყო.

საგენტოს განმარტებით, პირველ ეტაპზე, ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსდება 5-5 ფერომონიანი დამჭერი. 


,,სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს წელსაც მასშტაბურად განახორციელებს. ბრძოლის ღონისძიებები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. მავნებლის რიცხოვნობის განსაზღვრის მიზნით, უკვე ჩატარდა პირველადი მონიტორინგი საცხოვრებელი სახლების, მიტოვებული შენობებისა და საკარმიდამო ნაკვეთების ტერიტორიაზე. მონიტორინგის საბოლოო შედეგების გათვალისწინებით, იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის დიდი რაოდენობა დაფიქსირდება, განთავსდება სპეციალური სადგურები და წამლობა საჭიროებისამებრ ჩატარდება. ტემპერატურის მატებასთან ერთად, წინა წლების მსგავსად, ცივი შესხურებისა და თერმული ნისლის ტექნოლოგიების გამოყენებით, დამუშავდება ტყის პერიმეტრები, სოფლების ტერიტორიები, სიმინდის მასივები, ჯაგნარები და სხვა ფართობები'', - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების განცხადებით, წლის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 7000-მდე ფერომონიანი დამჭერის განთავსებაა დაგეგმილი.
Print