ახალი ამბები
14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ახალი ნორმის მიხედვით, საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო.საბოლოოდ კი, 60 ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა, სადაც საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს.

14 აპრილს  დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება და ამ დღესთან დაკავშირებით დედა ენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.


Print
თეგები: დედა ენა /