ახალი ამბები
ბოლო 7 წელში სამეგრელო - ზემო სვანეთში შობადობა 27%-ით შემცირდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მაჩვენებლებით, 2017-2023 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთში დაბადებულთა რაოდენობა 27%-ით შემცირებულია.

კერძოდ, ზუგდიდში 45%-ით გაუარესდა შობადობის რიცხვი. თუკი 2017 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 1610 ბავშვი დაიბადა, ეს რიცხვი 2023 წელს 888-ს შეადგენს.

შობადობის კლების პროცენტული მაჩვენებელი სხვა მუნიციპალიტეტებზე შემდეგნაირად ნაწილდება:

მარტვილი - 43%

მესტია - 30%

სენაკი - 43%

ჩხოროწყუ - 51%

წალენჯიხა - 46%

ხობი - 37%

აბაშა - 32%

ფოთი - 28%

რაც შეეხება ქვეყნის მდგომარეობას, 2017-დან 2023 წლის ჩათვლით, საქართველოში ცოცხლად დაბადებულების რიცხვი 25%-ით შემცირდა.
Print