ახალი ამბები
ზუგდიდში 16-18 აპრილს ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ზუგდიდსა და მარტვილში თბილი და უნალექო ამინდის ფონზე, ტემპერატურა +31, +33 გრადუსი იქნება.

ანაკლიასა და ფოთში +28, +30 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება ზემო-სვანეთს, მესტიაში 16-18 აპრილს, ტემპერატურა +27 გრადუსამდე მოიმატებს.
Print