ახალი ამბები
ზუგდიდის მერია დაგეგმილი ღონისძიებების კვებითი მომსახურებისთვის 11 350 ლარს დახარჯავს
ზუგდიდის მერია განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ე.წ ფურშეტისთვის 11 350 ლარს გამოყოფს.

"ყველა კერძი უნდა იყოს ახლად მომზადებული, წინასწარ შეთანხმებული მენიუს შესაბამისად. საკვები უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ვიზუალურად გაფორმებული, მიღებული სტანდარტების შესაბამისად, შესაბამისი ტემპერატურის დაცვით", - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

რაც შეეხება, გასაწევი მომსახურების მენიუს, იგი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებისთვის, რაოდენობის მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:

მწვადი - 150

სალათი - 100

მჭადი - 300

ხაჭაპური - 150

ხილის ასორტი - 150

სენდვიჩი - 300

ლობიანი - 150

ბლინი - 150

ნამცხვრები (შტრუდელი, შუ, ეკლერი და აშ) – 750

ყავა - 200

ჩაი - 200

წყალი - 50


მერიის განათლების განყოფილების მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისათვის კი გამოყოფილია:

ხილის ტორტი - 2

შუ, ეკლერი - 280

ხილის და ჩირის ასორტი - 24

წყალი - 140

ღვინო - 80

ტენდერში წინადადებები 21-დან 23 აპრილის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებულმა კომპანიამ კი, მომსახურების გაწევა ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.

Print